გარემოს ეროვნული სააგენტო - დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას, შეფასდა გეოდინამიკური პირობები და გაიცა რეკომენდაციები
გარემოს ეროვნული სააგენტო - დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას, შეფასდა გეოდინამიკური პირობები და გაიცა რეკომენდაციები

17 აგვისტოს დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. თარგმანის უბანში, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ადგილზე მოახდინეს არსებული გეოდინამიკური პირობების შეფასება, რის საფუძველზეც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მოხდება საბოლოო დასკვნის მომზადება, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება.

დღეის მდგომარეობით, რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არ ფიქსირდება. თუმცა, ნებისმიერი ტიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, უბნის მდგრადი ფუნქციონირებისათვის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარების გეგმის შემუშავების საკითხი შესაბამის უწყებებთან განიხილება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.