სტეფ კარი კალათბურთის შესასწავლ ვიდეო-ტრენინგებს ჩაატარებს
სტეფ კარი კალათბურთის შესასწავლ ვიდეო-ტრენინგებს ჩაატარებს

“გოლდენ სტეიტის” მცველი სტეფ კარი აპირებს ინტერნეტში დაიწყოს კალათბურთის სწავლების კურსები, – წერს ESPN. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორგზის MVP ჩაატარებს ვიდეო-ტრენინგებს, რომელთა დახმარებითაც შეეცდება გადასცეს მოსწავლეებს თამაშის ძირითადი საფუძვლები.

“მე რომ მსგავსი რამ 13 წლის ასაკში მქონოდა, გაცილებით სწრაფად გავხდებოდი უკეთესი კალათბურთელი. ბევრი დრო გავიდა, სანამ მივხვდი, როგორ უნდა მევარჯიშა სწორად. მინდა ხალხმა ნახოს, როგორ ვაკეთებ ამას“, – განაცხადა კალათბურთელმა.