სტეფ კარი – მე საუკეთესო გამთამაშებელი ვარ კალათბურთის ისტორიაში #1TVSPORT

20:08, 22.08.2023
SAN FRANCISCO, CALIFORNIA - MARCH 26: Stephen Curry #30 of the Golden State Warriors points to the Timberwolves bench their game against the Minnesota Timberwolves at Chase Center on March 26, 2023 in San Francisco, California. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement.  (Photo by Ezra Shaw/Getty Images)

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ოთხგზის ჩემპიონმა, „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელმა, სტეფენ კარიმ გილბერტ არენასთან საუბრისას აღიარა, რომ საკუთარ თავს ისტორიაში საუკეთესო გამთამაშებლად მიიჩნევს.

„შენ საუკეთესო გამთამაშებელი ხარ ისტორიაში?“ – ჰკითხა არენასმა.

მცირე პაუზის შემდეგ კარიმ უპასუხა: „დიახ. მე ან მეჯიქი, ხომ ამაზეა ლაპარაკი?“

შემდეგ არენასმა აღნიშნა კარის გავლენა კალათბურთზე. მან განაცხადა, რომ „ჩვენ შეგვიძლია, შევხედოთ მეჯიქის სტატისტიკას, მაგრამ ბავშვებს სურთ, რომ სტეფ კარის ჰგავდნენ“.

პასუხად კარიმ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მეჯიქ ჯონსონის მიღწევებს და თქვა, რომ „არასოდეს უფიქრია, თუ მას საერთოდ მოიხსენიებდნენ ამ საკითხის განხილვისას“. სტეფმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა ეპოქის შედარება, ფანების კამათი თავად კალათბურთის ნაწილია, მაგრამ „სხვანაირად პასუხის გაცემა არ შემიძლია და საკუთარი თავი უნდა ავირჩიო“.

მსგავსი