ილონ მასკი - „სტარლინკის“ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოშიც ხელმისაწვდომია
„სტარლინკის“ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში მისი მფლობელი ილონ მასკი წერს.
„სტარლინკის“ ხელმისაწვდომობის რუკის მიხედვით, სტარლინკის ინტერნეტი ხელმისაწვდომია საქართველოში, გარდა მისი ოკუპირებული ტერიტორიებისა.
„სტარლინკი“ ილონ მასკის თანამგზავრული ინტერნეტის პროგრამაა.
როგორ მუშაობს „სტარლინკი“ სისტემა, იხილეთ ბმულზე.