„გარდიანმა“ განაცხადა, რომ აღარ განათავსებს პოსტებს ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე

16:09, 13.11.2024

ბრიტანულმა გაზეთმა, „გარდიანმა“ განაცხადა, რომ აღარ განათავსებს პოსტებს ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე.

„დიდი ხანია, ჩვენ ამაზე ვფიქრობდით, აღნიშნულ პლატფორმაზე შემაშფოთებელი კონტენტის, მათ შორის ულტრამემარჯვენე შეთქმულების თეორიებისა და რასიზმის პოპულარიზაციისა და არსებობის გამო“, – ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიამ მხოლოდ ხაზი გაუსვა იმას, რაზეც დიდი ხანია, ვფიქრობდით, რომ X არის ტოქსიკური მედიაპლატფორმა და მისი მფლობელი ილონ მასკი იყენებს თავის გავლენას პოლიტიკური დისკურსის ფორმირებისთვის“, – წერია „გარდიანის“ განცხადებაში.

მსგავსი