სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იუწყება.

ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ჩამონგრევის დროს შენობაში დაახლოებით 35 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველები ადგილზე მუშაობას ამ დრომდე განაგრძობენ.

სტამბოლის აზიურ ნაწილში რვასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი 6 თებერვალს ჩამოინგრა. როგორც ცნობილია, შენობაში სულ 14 ბინა იყო განთავსებული. უსაფრთხოების მიზნით, შენობის მიმდებარე რვა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კორპუსს ბოლო სამი სართული უკანონოდ ჰქონდა დაშენებული.