სტამბოლში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მაშველებმა ერთი გარდაცვლილი იპოვეს
სტამბოლში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მაშველებმა ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ამგვარად, შენობის ჩამონგრევის მსხვერპლთა რიცხვი ორამდე გაიზარდა.
ამას გარდა, მაშველებმა ნანგრევებიდან ექვსი დაშავებული ამოიყვანეს.
შენობა რვასართულიანი იყო. ინციდენტი სტამბოლის აზიურ ნაწილში, ქართალის რაიონში მოხდა.
შენობის ჩამონგრევის მიზეზი ჯერ უცნობია. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების თქმით, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება არ მომხდარა. მათი მტკიცებით, შენობა ძალიან ძველი იყო.
როგორც გამოცემა „დეილი საბაჰი“ სტამბოლის გუბერნატორზე დაყრდნობით წერს, საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სამი სართული არალეგალურად იყო აშენებული.