სტამბოლში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 51 წევრი დააკავეს
სტამბოლში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 51 წევრი დააკავეს.
თურქეთის პოლიციამ სპეცოპერაცია ქალაქის 16 უბანში ჩაატარა.
თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან უცხოელებიც, თუმცა მათი ვინაობა არ სახელდება.
თურქეთის ძალოვანი უწყებები ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ სპეცოპერაციებს ხშირად ატარებენ.
28 აპრილის შემდეგ, სტამბოლში დაეშის 100-მდე წევრი დააკავეს.