სტამბოლის სასამართლომ ახალ წელს ღამის კლუბზე თავდასხმაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
სტამბოლის სასამართლომ ახალ წელს ღამის კლუბზე თავდასხმაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

თურქეთის სასამართლომ ახალ წელს სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში ბრალდებულს 40 სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. შესაბამის ინფორმაციას თურქული  მედია ავრცელებს.

წარმოშობით უზბეკი აბდულქადირ მაშარიფოვი სასამართლომ სტამბოლის პოპულარულ ღამის კლუბში ცეცხლის გახსნაში ცნო დამნაშავედ.

შემთხვევა 2017 წლის პირველ იანვარს მოხდა. თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 27 უცხოელი, 79 პირი კი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. როგორც „ანადოლუ“ წერს, მაშარიფოვს ასევე 1 368 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 79 ადამიანის მკვლელობის მცდელობისა და იარაღის ფლობის შესახებ კანონის დარღვევისთვის.