სტამბოლის მერი - წინასწარი მონაცემებით, წინ ვართ თურქეთის ყველა რეგიონში, ჩვენი მე-13 პრეზიდენტი ქემალ კილიჩდაროღლუა
სტამბოლის მერი - წინასწარი მონაცემებით, წინ ვართ თურქეთის ყველა რეგიონში, ჩვენი მე-13 პრეზიდენტი ქემალ კილიჩდაროღლუა

წინასწარი მონაცემებით, ჩვენ წინ ვართ თურქეთის ყველა რეგიონში, ჩვენი მე-13 პრეზიდენტი ქემალ ქილიჩდაროღლუა, – ეს განცხადება სტამბოლის მერმა, ექრემ იმამოღლუმ გააკეთა.

იმამოღლუ აცხადებს, რომ სააგენტო „ანადოლუს“ მიერ გამოქვეყნებული შედეგები არ არის სანდო.

„სააგენტო „ანადოლუ“ და მისი ადმინისტრატორები მონაცემებს აკლებენ, როდესაც რეალურ შედეგებს ხედავენ. მათი ნდობა არ შეიძლება. ჩვენ წინ ვართ თურქეთის ყველა რეგიონში, მათ შორის ანკარასა და სტამბოლში. დღეს საღამოს ქემალ ქილიჩდაროღლუ გამოცხადდება ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტად“,- აღნიშნა იმამოღლუმ.

შეგახსენებთ, დღეს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ამ დროისთვის უბნის 47 პროცენტზე მეტია დათვლილი. წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 52,19 %-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუა 41.93%-ით.