სტამბოლში მერს ირჩევენ
სტამბოლში მერს ირჩევენ

სტამბოლში მერს ირჩევენ. მაისში გამართულ არჩევნებში ოპოზიციონერმა ეკრემ იმამოღლუმ გამარჯვება მოიპოვა, თუმცა მაშინ ქვეყნის საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა.

ამჟამად თურქეთის ქალაქის მერობისთვის სულ ოთხი კანდიდატი იბრძვის. თუმცა გამოკითხვის თანახმად, მთავარი ორთაბრძოლა ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბინალი ილდირიმსა და ოპოზიციონერ ეკრემ იმამოღლუს შორის იქნება. ბინალი ილდირიმი მმართველ „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის წევრია, ეკრემ იმამოღლუ კი „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელია.

მიმდინარე წლის მაისში გამართულ არჩევნებზე ეკრემ იმამოღლუმ ბინალი ილდირიმთან შედარებით 15 ათასი ხმით მეტი მიიღო. თუმცა მმართველმა პარტიამ შედეგები გააპროტესტა. მათი თქმით, არჩევნებზე ადგილი ჰქონდა დარღვევებს. შედეგად საარჩევნო კომისიამ შედეგები გააუქმა და ახალი არჩევნები დანიშნა.

მაშინ ევროკავშირმა თურქეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდა, დეტალურად წარმოედგინა ის მიზეზები, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.