400-ზე მეტმა მილიონერმა და მილიარდერმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მოუწოდებენ აშშ-ის მთავრობას, არ შეამციროს გადასახადები, რადგან ეს „უთანასწორობის უფსკრულს კიდევ უფრო გააღრმავებს. Chicago Tribune-ის ინფორმაციით, წერილში ნათქვამია, რომ “რესპუბლიკური პარტია” არასწორად იქცევა, როდესაც მდიდარი ადამიანებისთვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებას გეგმავს. გზავნილში ნათქვამია, რომ აშშ-ის საზოგადოებაში არსებული უთანასწორობისა და სახელმწიფო ვალის ზრდის ფონზე, გადასახადების შემცირება არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება.
10 ნოემბერს კონგრესის ქვედა პალატამ დაამტკიცა საგადასახადო რეფორმა, რომელიც ბიზნესისთვის მოგების გადასახადი 35%-დან 20%-მდე შემცირდება. დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ გადასახადების შემცირება ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. სენატში “რესპუბლიკელებმა” წარმოადგინეს პროექტი, რომელიც წელიწადში ერთ მილიონი დოლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებს საშემოსავლო გადასახადს 39,6%-დან 38-5$-მდე შეუმცირებს.
თუ ეს კანონი მიიღეს, ეს უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საგადასახადო კოდექსში შეტანილი, პირველი ძირეული ცვლილება იქნება. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა იმედი გამოთქვა, რომ კანონის ტექსტი ტრამპის მაგიდაზე უკვე დეკემბერში მოხვდება.