მამუკა ბახტაძე - ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გადასახადების შემცირებას გულისხმობს
მამუკა ბახტაძე - ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გადასახადების შემცირებას გულისხმობს

ეკონომიკის განვითარების ხედვა პარლამენტში სამი კვირის წინ წარვადგინეთ და ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გადასახადების შემცირებას გულისხმობს, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ინიციატივაზე, რომელიც 2 500 ლარზე მეტი ანაზღაურების მქონე პირებისთვის 30 პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შემოღებას გულისხმობს.

„ჩვენ წარვადგინეთ ხედვა პარლამენტში სამი კვირის წინ, სადაც ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გადასახადების შემცირებას გულისხმობს. შესაბამისად, ეს არის ჩვენი ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეკონომიკა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე, რომელიც მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართა.