ჯორჯ სოროსი – ირანის ბირთვული შეთანხმების შეწყვეტის და ტრანს-ატლანტიკური ალიანსის განადგურების მოწმენი გავხდებით

19:44, 29.05.2018

აშშ-ისა და ევროპის უთანხმოება, პოპულიზმის ზრდა და ლტოლვილთა კრიზისი ნიშნავს, რომ ევროკაშირი არსებითი საფრთხის წინაშეა. ამის შესახებ მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა, პარიზში განაცხადა.

„სამომავლოდ ჩვენ ირანის ბირთვული შეთანხმების შეწყვეტის და ტრანს-ატლანტიკური ალიანსის განადგურების მოწმენი გავხდებით. ჩვენ შესაძლოა, კიდევ ერთი ფინანსური კრიზისისკენ მივემართებით“, – აღნიშნა სოროსმა.

ჯორჯ სოროსმა ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა მიგრაციული ზეწოლის შესამსუბუქებლად, აფრიკისთვის „მარშალის გეგმა“ უნდა შეიმუშაოს, რომელიც ყოველწლიურად 30 მილიარდი ევროს გამოყოფას უზრუნველყოფს.

 

მსგავსი