თბილისის „სურბ გევორგის“ საკათედრო და ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინის“ ეკლესიებში, ხვალ დიდი მარხვის გაშუალედების (მიჯინქის) ცერემონია გაიმართება.
მიჯინქი ეწოდება დიდი მარხვის განზოგების -გაშუალედების, დღეს. მშვიდობის ღვთისმსახურების შემდეგ ორივე ეკლესიაში მორწმუნეებს ნაკურთხ სამარხვო ქადას დაურიგებენ.
სააღდგომო მარხვა სომხური ეკლესიის მრევლისთვის 12 თებერვალს დაიწყო და 31 მარტს დამთავრდება. პირველ აპრილს კი სომხური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.