ახალციხეში სომხური ეკლესია გაქურდეს
ახალციხეში სომხური ეკლესია გაქურდეს

ახალციხეში, რაბათის უბანში გრიგოლ განმანათლებლის სომხური სამოციქულო ეკლესია გაქურდეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც შენობაში უკანონოდ შეღწევას და ქურდობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, პოლიციას მესანთლემ განუცხადა, რომ ეკლესიიდან დაახლოებით 200 ლარის ოდენობის თანხაა წაღებული.

შსს-ს ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.