რელიგიის საკითხთა სააგენტო სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსსა და მრევლს ქრისტეს შობას, განცხადებასა და ნათლისღებას ულოცავს
რელიგიის საკითხთა სააგენტო სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსსა და მრევლს ქრისტეს შობას, განცხადებასა და ნათლისღებას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ და სააგენტოს თანამშრომლებმა სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსსა და მრევლს იესო ქრისტეს შობის, განცხადებისა და ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს.

„დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს შობას, განცხადებას და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს. დილით სუბ გევორქის თბილისის ტაძარში წმინდა წირვა აღევლინა, ხოლო შემდგომ წყალკურთხევა შესრულდა – ხალხური ტრადიციისამებრ, შესრულდა ჯვრის წყალში შთაფვლის მსახურება.

მსახურებას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და თანამშრომლები, სააგენტოს თავმჯდომარემ სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსსა და მრევლს დღესასწაული მიულოცა, წარმატებები და წინსვლა უსურვა მათ“, – აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.