ილია მეორე - დღეს დაიწყო შობის მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გაგრძელდება, გააძლიერეთ ლოცვა და ეცადეთ, ყოველ კვირა და დღესასწაულის დღეებში ეზიაროთ
ილია მეორე - დღეს დაიწყო შობის მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გაგრძელდება, გააძლიერეთ ლოცვა და ეცადეთ, ყოველ კვირა და დღესასწაულის დღეებში ეზიაროთ

საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვას ავრცელებს.

„დღეს, 28 ნოემბერს დაიწყო შობის მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გაგრძელდება. ეს არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მართლმორწმუნენი ემზადებიან, რათა ძალისამებრ თვისისა სულიერად განწმენდილნი შეხვდნენ უდიდეს დღესასწაულს — ამ ქვეყნად მოვლინებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

გააძლიერეთ ლოცვა (ყოველდღიური კანონის გარდა, ხშირად თქვით „მოწყალებისა კარი განგვიღე…“ და იკითხეთ სახარება) და ეცადეთ, ყოველ კვირა და დღესასწაულის დღეებში ეზიაროთ. შეგახსენებთ, რომ, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, 25 დეკემბრამდე დასაშვებია თევზის მიღება. 25 დეკემბრიდან კი თევზეულითაც მარხვდება.

ღმერთმა მშვიდობის მარხვა და სიხარულის შობა გაუთენოს სრულიად საქართველოს და მსოფლიოს“, – აღნიშნულია მიმართვაში.