სომხეთის პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის ცვლილების შესახებ კანონი, რომლის ფარგლებშიც, სამინისტროების რაოდენობა 17-დან 12-მდე შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ნიუს ამი“ ავრცელებს.
ინიციატივას მხარი დაუჭირა 77-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ 41-მა მისცა ხმა, ერთმა კი თავი შეიკავა.
მიღებული კანონის ფარგლებში, სომხეთში უქმდება პირველი ვიცე-პრემიერის ინსტიტუტი. ასევე უქმდება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; ტრანსპორტის, კავშირისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრო; დიასპორის სამინისტრო, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
გაუქმებული უწყებების ფუნქციები სხვა სამინისტროებზე გადანაწილდება.