მედიის ცნობით, სომხეთის პარლამენტში აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საკითხზე დახურულ ფორმატში იმსჯელეს
მედიის ცნობით, სომხეთის პარლამენტში აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საკითხზე დახურულ ფორმატში იმსჯელეს

სომხეთის პარლამენტში აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საკითხზე დახურულ ფორმატში იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ სომხური ბიურო ავრცელებს.

სხდომის დახურულ ფორმატში ჩატარებას 63-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

როგორც მედია წერს, დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარდგა სომხეთის გენშტაბის უფროსის მოადგილე კამო კოჩუნცი და სასაზღვრო ძალების მეთაური არმან მარალჩიანი. მედიის ინფორმაციით, მათ დეპუტატებს სომხეთ-აზერბაიჯანის დაშორიშორების ხაზზე არსებული მდგომარეობა და საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს.

ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რატომ არ მივიდა სხდომაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ოპოზიცია ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების პარლამენტში მისვლას რამდენიმე კვირის განმავლობაში ითხოვდა.

დატოვე კომენტარი