სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოთხივე მოადგილემ თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვების შესახებ მათ შესაბამისი განცხადებები ჯერ კიდევ გასულ კვირას გადაუგზავნეს პრემიერ-მინისტრის აპარატს.
აღნიშნულის შესახებ საგარეო უწყების მედიისა და საზოგადოებრივი დიპლომატიის დეპარტამენტში განაცხადეს.
მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა არა აივაზიანმა დაკავებული თანამდებობა 27 მაისს დატოვა.