სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, ერევანში აქციები გრძელდება
სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, ერევანში აქციები გრძელდება

ერევანში აქციები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სომხეთის დედაქალაქში დილიდან გადაკეტილია ერევნის რამდენიმე ქუჩა.

მედიის ცნობით, პოლიციამ აქციის რამდენიმე ათეული მონაწილე დააკავა.

გვიან ღამით, ერევნის რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქციის შემდეგ მოქალაქეები პოლიციის ცენტრალური სამმართველოს შენობისკენ გაემართნენ.

„ჩვენ არ ვაპირებთ არავისთან შეხვედრას, ვაპირებთ, გავაპროტესტოთ პოლიციის თვითნებობა“, – აღნიშნა სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვაზგენ მანუკიანმა.

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.