ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო
ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო

ერევანში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო. სომხური მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ქუჩების გადეკეტვა დაიწყეს.

დემონსტრანტების ნაწილმა სომხეთის დედაქალაქის საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალა და ღამე ქუჩაში გაათენა. დემონსტრანტები ამბობენ, რომ სახლებში არ წავლენ, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ. მათი მთავარი ამოცანა კი ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გუნდის გადადგომაა.

ამ წუთებში გადაკეტილია მიასნიკიანის, ჰერაცის, გნუნის, ვარდანანცის ცენტრალური გამზირები და სხვა ადგილები, არის ავტომანქანების საცობები.