სომხეთის დედაქალაქში, პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს
სომხეთის დედაქალაქში, პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

სომხეთის დედაქალაქში, პარლამენტის შენობასთან აქცია იმართება. შეკრებილი მოქალაქეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

სომხური მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ბაგრამიანის გამზირი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოხატავენ ხელისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით და ქვეყნის მთავრობას სომხეთისა და არცახის ინტერესების დაუცველობაში ადანაშაულებენ.

„წადი!“- სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ამასთან, იმავე მოთხოვნით ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე, მთავრობის შენობასთან, კიდევ ერთი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.