ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ნიკოლ ფაშინიანს თანამდებობიდან წასვლისთვის ვადა 20:00 საათამდე მისცეს
ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ნიკოლ ფაშინიანს თანამდებობიდან წასვლისთვის ვადა 20:00 საათამდე მისცეს

სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან წასვლისთვის ვადა 20:00 საათამდე მისცეს.

ეს მოთხოვნა აქციაზე არქიეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა გამოაცხადა. გალასტიანი არის მოძრაობის, „ტავუში სამშობლოს სახელით“ ხელმძღვანელი. ის და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის ფარგლებში ცალმხრივი დათმობების წინააღმდეგ გამოდიან.

ამ მოთხოვნით მან საპროტესტო მსვლელობა მოაწყო, რომელიც სოფელ კირანციდან დაიწყო და დღეს ერევანში დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთის დედაქალაქის ცენტრში შეკრებილი ხალხის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ბაგრატ გალსტანიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს თანამდებობის დასატოვებლად ერთსაათიანი ვადა მისცა და განაცხადა, რომ მზადაა, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდეს, რათა მისი ხელისუფლებიდან წასვლის პირობები განიხილოს.

ცნობისთვის, სომხეთში საპროტესტო გამოსვლები 20 აპრილიდან გრძელდება. საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის შეთანხმებასა და აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემას აპროტესტებენ.