შობის დღესასწაულს დღეს, 6 იანვარს ზეიმობს სომეხთა სამოციქულო ეკლესია. დღესვე აღინიშნება ნათლისღებაც.
დილა ღვთისმსახურებით, სადღესასწაულო წირვით დაიწყო, მოგვიანებით კი წყალ-კურთხევის წესი შესრულდა.
სასულიერო პირმა, რომელმაც წირვა აღავლინა, წყალში წმიდა მირონი ჩააწვეთა და აკურთხა.
ტრადიციის თანახმად, მორწუმენეებს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვთ. საქართველოს სომეხთა ეპარქიის შემადგენლობაში თბილისის, სამცხე-ჯავახეთის, აჭარისა და ქვემო ქართლის თემები და 50 მოქმედი ეკლესია შედის.
ახალქალაქის, სურბ ხაჩის, ეკლესიაში მსახურებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
შობისა და ნათლისღების დღესასწაულების აღნიშვნა დილიდან მიმდინარეობს დედაქალაქშიც. საზეიმო ლიტურგია თბილისის სურბ გევორქის საკათედრო ტაძარში გაიმართა.
მსახურებას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
სომეხთა სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ქრისტეშობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს.