ქეთევან ციხელაშვილმა სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაულები მიულოცა
ქეთევან ციხელაშვილმა სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაულები მიულოცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი „სურბ გევორქის“ საკათედრო ტაძარში შობისა და ნათლისღების დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიას დაესწრო და მრევლს დღესასწაულები მიულოცა.

„მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის, შობის დღესასწაული გამორჩეულია, დიდი სიხარულის მომტანი და მინდა ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც ნათლისღებასთან ერთად აღინიშნება. თითოეულ მათგანს და მათ ოჯახებს ვუსურვებ, პირველ რიგში, მშვიდობას, რადგან ეს ყველაზე მაღალი ფასეულობაა, კეთილდღეობას, განვითარებას და, რა თქმა უნდა, ოჯახების სიძლიერეს, რაც მთელი ჩვენი ქვეყნის სიძლიერეა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით, ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობის ძალა მრავალფეროვნებაა.

„ამ უბანში, ამ ეზოში, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის ძალა, განვითარებისა და სტაბილურობის ძალა ჩვენი მრავალფეროვნებაა. ქვეყნის სიძლიერე თითოეული მოქალაქის სიძლიერეა. ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქე, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ამოცანა ის არის, რომ თითოეულს ჰქონდეს ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში ჩართვისა და რეალიზების მაქსიმალური შესაძლებლობა.

რა თქმა უნდა, იმ ძალიან დიდ ტრადიციას, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ამ ქალაქს და საქართველოს თითოეულ კუთხეს მისი მრავალფეროვნებით გამოარჩევს, ვუფრთხილდებით და გავუფრთხილდებით, გვეამაყება და მომავალში ეს იქნება ჩვენი განვითარების მყარი საძირკველი და საფუძველი“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დატოვე კომენტარი