სომხური გაზეთის, „ჟოგოვურდის“ ინფორმაციით, კათოლიკოსი გარეგინ II გადადგომას აპირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის ეკლესიის ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.
სომხური გამოცემა News.am-ის შეკითხვაზე, შეესაბამება თუ არა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს, სომეხთა კათოლიკოსმა არ უპასუხა. მანამდე, ეჩმიაძინის საინფორმაციო სამსახურის დირექტორმა, მღვდელმა ვაგრამ მელიქიანმა კათოლიკოსის გადადგომის შესახებ ინფორმაცია უარყო.
გარეგინ II სომხეთის ეკლესიის საეკლესიო საბჭომ კათოლიკოსად 1999 წელს აირჩია.