სომხეთში კათალიკოს გარეგინ მეორეს გადადგომის მოთხოვნით, აქტივისტები ეჩმიაძინის მონასტრის კანცელარიაში შეიჭრნენ
სომხეთში კათალიკოს გარეგინ მეორეს გადადგომის მოთხოვნით, აქტივისტები ეჩმიაძინის მონასტრის კანცელარიაში შეიჭრნენ

სომხეთში კათალიკოს გარეგინ მეორეს გადადგომის მოთხოვნით, აქტივისტები ეჩმიაძინის მონასტრის კანცელარიაში შეიჭრნენ.

ინფორმაციას სომხური მედია სომხური სამოციქულო ეკლესიის მონასტრის პრესსამსახურის უფროსზე, ვაგრამ მელიქიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კათალოკოსისი გადადგომის ინიციატივის მომხრეები შეუფერებლად იქცევიან. აყენებენ საკუთარ ულტიმატუმს და არ ემორჩილებიან სასულიერო პირების მითითებებს“, – განაცხადა მელიქიანმა.

სომხურ პრესაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეჩმიაძინის მონასტერში დაცული ქრისტიანული რელიქვია, ლონგინოზის წმინდა შუბი დაზიანდა. თუმცა, ეჩმიაძინის პრესსამსახურმა გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.

დატოვე კომენტარი