სალომე ზურაბიშვილი სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერით“ ავრცელებს.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო სომეხთა კათოლიკოსთან, მის უწმინდესობა გარეგინ მეორესთან შეხვედრა, რომელიც ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში შედგა“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.