სომალიში ტერორისტული თავდასხმის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა
სომალიში ტერორისტული თავდასხმის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი დედაქალაქ მოგადიშოს ცენტრალურ ნაწილში, თეატრთან ახლოს აიფეთქა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა სომალიში თავდასხმებს ყველაზე ხშირად „აშ-შაბააბი“ ახორციელებს.
ტერორისტულ დაჯგუფებას ალ-ყაიდასთან აქვს კავშირები. ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას და რეგიონში გაერო-ს მისიას ეწინააღმდეგებიან.