მოგადიშოში ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ წევრები სასტუმრო „ჰაიატს“ თავს დაესხნენ, დაღუპულია სულ მცირე 10 და დაშავებულია ცხრა ადამიანი
მოგადიშოში ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ წევრები სასტუმრო „ჰაიატს“ თავს დაესხნენ, დაღუპულია სულ მცირე 10 და დაშავებულია ცხრა ადამიანი

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ წევრები სასტუმრო „ჰაიატს“ თავს დაესხნენ. დაღუპულია სულ მცირე 10 და დაშავებულია ცხრა ადამიანი.

გავრცელებული ცნობით, ისლამისტებმა ჯერ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ააფეთქეს ერთი ავტომობილი, მეორე ავტომობილი კი, ჭიშკართან, რის შემდეგაც მებრძოლებმა ცეცხლი გახსნეს და სასტუმროს შენობაში შეიჭრნენ.

ადგილზე მობილიზებულმა სპეცდანიშნულების რაზმებმა შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.

რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, მებრძოლები სასტუმროს ზედა სართულზე ერთ-ერთ ნომერში არიან გამაგრებული.