სომალიში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა
სომალიში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა

სომალიში აფეთქებას ადგილობრივი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, გარდაიცვალა მოგადიშოს რადიოს წამყვანი აბდიაზიზ მოჰამედ გულედი, რომელიც ქვეყანაში აბდიაზიზ აფრიკას სახელით იყო ცნობილი. ამასთან, დაშავებულთა შორის არის სომალის ეროვნული ტელევიზიის დირექტორი.

სომალის დედაქალაქში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად სულ ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. აფეთქება მოგადიშოს ცენტრში მდებარე რესტორანში მოხდა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ტერორისტულმა დაჯგუფება „ალ-შაბაბმა“ აიღო.