სომალიში სასტუმროზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა
სომალიში სასტუმროზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა

სომალიში სასტუმროზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია 40 პირი.

ამის შესახებ Reuters-ი აფრიკული სახელმწიფოს სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით იუწყება.

პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან ტერაქტის შემდეგ რამდენიმე პირი დაიკარგა.

სომალის დედაქალაქში ტერორისტული თავდასხმა 9 ნოემბერს მოხდა. თვითმკვლელი ტერორისტების სამიზნე მოგადიშუს ცენტრალურ ნაწილში არსებულ სასტუმრო Sahafi-ი გახდა. ორ ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა სასტუმროსთან ამოქმედდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ კი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხალხმრავალ ქუჩაზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა ადგილობრივმა ტერორისტულმა დაჯგუფება „ალ-შაბააბმა“ აიღო.