სომალიში ეროვნულ არმიასა და შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის დაპირისპირებას 30 ადამიანი ემსხვერპლა

00:30, 25.10.2021

სომალიში ეროვნულ არმიასა და შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის დაპირისპირებას 30 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 100-ზე მეტი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

დაპირისპირება შაბათს ქვეყნის სიდიდით მეორე რეგიონ გურიჯელში დაიწყო და 24 საათზე მეტხანს გასტანა.

დაძაბულობა ხელისუფლებასა და დაჯგუფებას შორის, რომელიც ერთ დროს მათი მოკავშირე იყო, წლების განმავლობაში მძაფრდებოდა.

დაჯგუფება ხელისუფლებას რადიკალური მოძრაობა „ალ შაბააბის“ წინააღმდეგ უმოქმედობაში სდებს ბრალს.

მსგავსი