სომალიში მომხდარ აფეთქებებს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათი დაშავდა
სომალიში მომხდარ აფეთქებებს, სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათი დაშავდა.
აფეთქებები სომალის დედაქალაქ მოგადიშუსა და ქვეყნის სამხრეთით მდებარე, შუა შაბელეს რეგიონის ერთ-ერთ ქალაქში განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური პირები ავრცელებენ.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ განახორციელა თავდასხმები, თუმცა როგორც ცნობილია, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბააბი“ ხშირად ახორციელებს აფეთქებებსა და შეიარაღებულ თავდასხმებს სომალის ტერიტორიაზე.
მოგადიშუში მომხდარი აფეთქება ეროვნული თეატრის მახლობლად გაჩერებულმა ბომბით აღჭურვილმა მანქანამ გამოიწვია. ეროვნული თეატრი პრეზიდენტის ოფისიდან დაახლოებით ერთი კილომეტრითაა დაშორებული.