სომალის პროვინცია ჰირაანში ორი ავტომობილის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა
სომალის პროვინცია ჰირაანში ორი ავტომობილის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა.
ქალაქ მაჰასის საოლქო კომისრის თქმით, სამიზნეს თავად კომისრისა და ადგილობრივი დეპუტატების საცხოვრებელი სახლები წარმოადგენდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრობა „ალ-შაბააბმა“ აიღო.
დაღუპულთა შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეა, ქალები და ბავშვები.
თვითმხილველთა განცხადებით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ნამსხვრევებმა შემთხვევის ადგილიდან დიდი მანძილით დაშორებული პირებიც კი დააზიანა.