სომალის დედაქალაქში თავდასხმას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ რამდენიმე პირი.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის რეზიდენციის სიახლოვეს მცირე ინტერვალით ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რასაც სროლა მოჰყვა. შეიარაღებული პირები რეზიდენციაში შეჭრას შეეცადნენ.
დაპირისპირება თავდამსხმელებსა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შორის ერთ საათს გაგრძელდა. შედეგად ლიკვიდირებულია სამი მათგანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ალ-შაბაბმა” აიღო.