სოფო კილაძე - ვფიქრობ, აგვისტოს ომის თაობაზე სტრასბურგის სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს
სოფო კილაძე - ვფიქრობ, აგვისტოს ომის თაობაზე სტრასბურგის სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ფიქრობს, რომ სტრასბურგის სასამართლო აგვისტოს ომის თაობაზე ძალიან სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, სტრასბურგში კიდევ ერთხელ დადასტურდება ის, რომ საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევა მოხდა.

„ვფიქრობ, სტრასბურგის სასამართლო ძალიან სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს დიდი მნიშვნელობისაა როგორც ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაციის სამართლებრივი შეფასების კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევების თვალსაზრისით. საქართველოს სახელმწიფომ ძალიან კარგად იმუშავა და შესაბამისი არგუმენტები წარადგინა, რის საფუძველზეც გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ უნდა მიიღოს”, – განაცხადა კილაძემ.