სოფო კილაძე - სამთავრობო ცვლილებებზე ჯერჯერობით არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არ არის
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
„ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი გუნდი მიიღებს, დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესებას მოემსახურება. ჯერჯერობით არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ცნობილი არ არის. სამომავლოდ, ყველა ცვლილება მოემსახურება იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.