სოფო კილაძე NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს არ ენდობა
სოფო კილაძე NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს არ ენდობა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს არ ენდობა.

მისი შეფასებით, უნდობლობას „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ადრე გამოქვეყნებული სტატისტიკა იწვევს, რომელიც რეალობას არ ემთხვეოდა.

„წარსულში რა გამოცდილებაც გვქონდა, ამ გამოცდილებიდან გამომდინარე შესაძლებელია ვივარაუდო, რომ ეს შეიძლება არ იყოს ქართული საზოგადოების უმრავლესობის აზრი.

ჩვენ არაერთი შემთხვევა გვქონია, რომ NDI-ის პროგნოზები არ გამართლდა და ამ შემთხვევაშიც მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ესეც შესაძლოა არ იყოს მთლად ის აზრი, რომელიც ქართველი ხალხის უმეტესობას აქვს. ზოგადად, სოციოლოგიურ კვლევებზე მიჭირს საუბარი, მე არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი, მაგრამ რეალობაა ის, რომ ძალიან ბევრჯერ, იგივე არჩევნებთან მიმართებით წინასწარი პროგნოზები გაკეთდა, ეს არ იყო სიმართლესთან შესაბამისი, რაც დაამტკიცა შემდგომში უკვე მომდევნო არჩევნებმა.

იგივე საზოგადოების განწყობასთან დაკავშირებით არის შემთხვევები, როდესაც ეს ვარაუდები არ მართლდება და საზოგადოების უმრავლესობას აქვს განსხვავებული აზრი“,- განაცხადა სოფო კილაძემ.