სოფო კილაძე - მივესალმებით, თუ „ფრონტერა“ თანხის ლობისტებში გადახდის ნაცვლად, ფინანსებს საქართველოს იმ მოქალაქეებს მოახმარს, რომლებსაც კომპანიისგან ხელფასი ეკუთვნით
სოფო კილაძე - მივესალმებით, თუ „ფრონტერა“ თანხის ლობისტებში გადახდის ნაცვლად, ფინანსებს საქართველოს იმ მოქალაქეებს მოახმარს, რომლებსაც კომპანიისგან ხელფასი ეკუთვნით

მივესალმებით, თუ „ფრონტერა“ ლობისტებში თანხის გადახდის ნაცვლად, ფინანსებს მოახმარს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ამ კომპანიისგან ხელფასი ეკუთვნით, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება არ მოშალოსფრონტერასთან“ კონტაქტი და მისცეს კომპანიას საშუალება, გააგრძელოს სამუშაოები საძიებო ტერიტორიის ერთ პროცენტზე, ამით იყო განპირობებული.

ფრონტერას“ თანამშრომლებს რამდენიმე თვის ხელფასი არ აქვთ აღებული. თუ კომპანია ლობისტეში თანხის გადახდის ნაცვლად, ფინანსებს მოახმარს საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც ეკუთვნის ანაზღაურება, კუთვნილი ხელფასი, ამას მივესალმებით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაც ამით იყო განპირობებული. კითხვები არის „ფრონტერას“ კეთილსინდისიერებაზე, თუმცა, თუ ჩვენი მოქალაქეები კუთვნილ თანხას აიღებენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესია, ეს ადამიანები დაკმაყოფილდნენ და პრეტენზია აღარ ჰქონდეთ“, – განაცხადა დეპუტატმა, სოფო კილაძემ.