სოფო კილაძე - მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე სიმართლე დადგინდეს 
სოფო კილაძე - მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე სიმართლე დადგინდეს 

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე არსებობს კითხვები და გამოძიება ჯერ ბოლომდე მიყვანილი არ არის.

სოფო კილაძის თქმით, ის თუ როგორ აფასებს ევროსასამართლო კონკრეტულ საქმეს, იმ გადაწყვეტილების შემდეგ გამოჩნდება, რომელსაც სასამართლო მიიღებს.

„ევროსასამართლო როგორ აფასებს ამ კონკრეტულ საქმეს, ეს გამოჩნდება იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რომელსაც მიიღებს შესაბამისი სასამართლო, მაგრამ ის, რომ კითხვები არსებობს ამ საქმეში და გამოძიება ჯერ ბოლომდე არ არის მიყვანილი, ეს ცალსახაა”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით, ქართულ მხარეს არ ეძლევა საშუალება, რომ დაკითხონ აფგან მუხთარლი, რომელიც აზერბაიჯანშია დაკავებული.

„ჩვენ გვექმნება შეფერხებები, რომ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები გავატაროთ. ეს ბუნებრივია, არ არის კარგი, მაგრამ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ყველა ზომა გამოვიყენოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე სიმართლე დადგინდეს”, – განაცხადა კილაძემ.