სოფო კილაძე - ბავშვთა კოდექსის მთავარი ქვაკუთხედია, რომ გავაძლიეროთ ოჯახები, სიღარიბის, ძალადობის, ჩაგვრის ფართო მასშტაბები უნდა შემცირდეს
„ბავშვთა კოდექსი ქმნის ერთიან სისტემას, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი თვითმართველობის დონეზე, ასევე მარლთმსაჯულების სისტემაში. კოდექსის მთავარი ქვაკუთხედი არის ის, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ოჯახები. სიღარიბის, ძალადობის, ჩაგვრის ფართო მასშტაბები უნდა შემცირდეს. თუმცა, აქვე ვამბობ, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ხვალვე, როგორც კი შევა ძალაში კოდექსი ყველა პრობლემა გაქრება, მაგრამ ეს არის სტანდარტი, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ სჭირდება მუშაობა, გაძლიერება და ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც დაიცავს თითოეულ ბავშვს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა კილაძემ.
რაც შეეხება კოდექსში მედიის ნაწილში არსებულ ჩანაწერს, სოფო კილაძე აცხადებს, რომ არის გარკვეული თემები, რომელსაც დაკონკრეტება სჭირდება.
„ჩვენ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა დავიცვათ ბავშვები მავნე შინაარსის შემცველი კონტეტისგან. დღეს ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის ყველანაირი ძალადობისა და უხამსობის შემცველი შინაარსები. არის გარკვეული თემები, რომელსაც სჭირდება დაკონკრეტება. თუმცა, მე გაოცებული ვარ იმით, რომ ყველა არასმთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი, მედია, ვისაც სურვილი ჰქონდა იყო ჩართული ამ საკითხში და რატომ მაინც და მაინც ახლა გახდა ეს თემა პრობლემატური. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი კითხვის ნიშანი და ამას ვუკავშირებ არჩევნების დადგომას, რადგან გარკვეული თემების აქტუალიზება სჭირდება გარკვეულ პირებს და ამისთვის იყენებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ბავშვთა უფლებების კოდექსი, მაგრამ ამის მიღმა, მზად ვარ, შევხვდე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა წაემომადგენელს და მგონია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კანონქვემდებარე ნორმის დონეზე დავაზუსტოთ თუ რაიმე უზუსტობა არის და თუ კიდევ დარჩა რამე კითხვის ნიშანი“, – განაცხადა კილაძემ.