სოფო კილაძე აცხადებს, რომ სამინისტროების წარმომადგენლებს ბიუჯეტის საკითხზე შეხვდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობასა და სამინისტროების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ბიუჯეტთან დაკავშირებით იმსჯელეს.
როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შედგა იმაზე, თუ რა თანხების დაზოგვა მოხდება სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ.
“არავითარი განსაკუთრებული შეხვედრა არ არის. მიმდინარე სამუშაო საკითხებზეა საუბარი, განსაკუთრებით ბიუჯეტთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლების შეხვედრა. რაც შეეხება თანხების დაზოგვას”, – განაცხადა სოფო კილაძემ.