სოფო ჯაფარიძე - ბრძოლა იქნება, ვიდრე საქართველოში რუსეთს ერთხელ და სამუდამოდ არ დავასრულებთ
სოფო ჯაფარიძე - ბრძოლა იქნება, ვიდრე საქართველოში რუსეთს ერთხელ და სამუდამოდ არ დავასრულებთ

ბრძოლა იქნება, ვიდრე საქართველოში რუსეთს ერთხელ და სამუდამოდ არ დავასრულებთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს დასავლელი პარტნიორების უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს.

„გეგმა, მოთხოვნა, პირობა არის უცვლელი, არა რუსულ კანონს და არა რუსეთს ჩვენს ქვეყანაში. დღეს ჩვენს ქვეყანაში არის უპრეცედენტო ერთობა ქართველი ხალხის და უპრეცედენტო მხარდაჭერა ჩვენი მეგობრების, დასავლელი პარტნიორების. შესაბამისად, ბრძოლა იქნება, ვიდრე ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში რუსეთს არ დავასრულებთ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.