ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა. მასში განთავსებული იყო სოფლის კლუბი, ამბულატორია და მერის წარმომადგენლის ოფისი.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სახანძრო- სამაშველო სამი ბრიგადა.
„ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ძალისხმევა არ დაიშურა, რომ ცეცხლი არ გადადებოდა ადმინისტრაციული შენობის გვერდით მდებარე საბავშვო ბაღსა და კერძო სახლებს“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.
ჯერ დაუდგენელია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.