ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ფესტივალი „ღვინის დღეები“ გაიმართა

22:51, 08.10.2023

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქვეყნის მასშტაბით ფესტივალი „ღვინის დღეები“ იმართება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა ფესტივალს სოფელ ხიდისთავში უმასპინძლა.

ანა კალანდაძის განახლებულ სკვერში მოეწყო მეღვინეების კუთხე, ღვინის დეგუსტაცია, ქართული კერძების სივრცე, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები.

საღამო გალაკონცერტით დასრულდა.

მსგავსი