მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქვეყნის მასშტაბით ფესტივალი „ღვინის დღეები“ იმართება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა ფესტივალს სოფელ ხიდისთავში უმასპინძლა.
ანა კალანდაძის განახლებულ სკვერში მოეწყო მეღვინეების კუთხე, ღვინის დეგუსტაცია, ქართული კერძების სივრცე, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები.
საღამო გალაკონცერტით დასრულდა.