სოფელ ზოტში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა

16:37, 23.11.2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა. მასში განთავსებული იყო სოფლის კლუბი, ამბულატორია და მერის წარმომადგენლის ოფისი.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სახანძრო- სამაშველო სამი ბრიგადა.

„ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ძალისხმევა არ დაიშურა, რომ ცეცხლი არ გადადებოდა ადმინისტრაციული შენობის გვერდით მდებარე საბავშვო ბაღსა და კერძო სახლებს“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.

ჯერ დაუდგენელია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

მსგავსი